საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება  3 844.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.

წაკითხვა 379 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.