ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კორონავირუსით 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

„24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

მისივე თქმით, 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს ცხრა ინფიცირებული.

წაკითხვა 480 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.