May 14, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 774, აჭარაში - 142, იმერეთში - 255

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე.

„ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 901, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 138, იმერეთში – 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 35, იმერეთში – 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 868 – აჭარაში, 126 – იმერეთში. 17 510 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, აჭარაში – 147, ხოლო იმერეთში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 687 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 775 პირი, აჭარაში – 5 993, იმერეთში – 6 330,- აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

წაკითხვა 377 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.