May 19, 2024

"იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ" - პაატა იმნაძე

"შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა.

დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მოქალაქეებზეა დამოკიდებული, საახალწლოდ რამდენად დაიცავენ არსებულ წესებსა და რეკომენდაციებს.

 

"იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ. 

 

თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა და ყველანაირი წესების დაცვით ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტიურენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გავრცელება. ამიტომ წესების მაქსიმალურად დაცვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს“, – განაცხადა იმნაძემ. 

წაკითხვა 417 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.