May 19, 2024

"ანგარიშვალდებული ვარ როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფი თანამემამულეების წინაშე" - ტიკარაძე

მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრზოლაში,  ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი შეუფასებელია. 

 

"დღეს რუხიდან ერთი წლის ანგარიშს ვაბარებ მთელ საქართველოს, ამიტომ, მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე. ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმის, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და მათ, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, განსაკურებული მადლობა გადავუხადო.

 

აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც პანდემიის პირველი წუთიდან გვერდში გვიდგანან და თავიანთი წვლილი შეაქვთ მსოფლიო გამოწვევის დაძლევის პროცესში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 368 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.