May 14, 2024

გვაქვს თუ არა რეინფიცირების შემთხვევები საქართველოში - იმნაძის განმარტება

პაატა იმნაძის განცხადებით, რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევას სწავლობენ.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ამის დადგენა საკმაოდ რთული საქმეა, მსოფლიოში კი რეინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული.

 

"მოძიებული იქნა გენეტიკური ნიმუშები ამ პაციენტების და უნდა შესწავლილი იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ ითქვას, ეს ხომ არ არის რეინფიცირება. ყველა ვარიანტში ცოტათი გენეტიკური ცვლილება მოხდებოდა, თუ ეს არის რეინფიცირების შემთხვევა.

 

ეს არ არის ადვილი საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც უნდა იყოს დამყარებული ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.