May 15, 2024

"ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას სიფრთხილით ეკიდებიან" - თამარ გაბუნია

რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან გარკვეული კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული. ანუ სიფრთხილით ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. სიფრთხილეში ვგულისხმობ, რომ არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს და პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას. ამდენად, დაახლოებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „რემდესივირის“ მოხმარება დავიწყეთ, 29 პაციენტია და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამისი თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მხოლოდ ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 387 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.