"ახალი შტამები დაავადების სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს" - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის ახალი შტამები, რომლებიც ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, დაავადების სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

 

მათი თქმით, ვირუსის ორივე მუტირებული ვარიანტი მხოლოდ კორონავირუსის გადაცემის სიჩქარეს ზრდის. სამკურნალოდ ექიმები არსებულ ეფექტურ წამლებს და ვაქცინებს იყენებენ. 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის მეცნიერებთან განაგრძობს თანამშრომლობას. მკვლევარები შეისწავლიან შტამებს და მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადასცემენ.

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.