May 14, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 290 თბილისში, 47 აჭარაში, 44 კი იმერეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 189-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 46, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 900, აჭარაში – 364, იმერეთში – 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 84, იმერეთში – 203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 181, აჭარაში – 42, ხოლო იმერეთში – 64.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 323 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 576 პირი, აჭარაში – 1 981, იმერეთში – 2 244“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

წაკითხვა 464 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.