"კორონავირუსის ახალი შტამის გამო, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია და ეს ახასიათებს კორონავირუსსაც.

„მუტირებული შემთხვევები იყო სხვაც, მაგრამ ეს შემთხვევები ვერ ახდენდა გავლენას, იმდენად მცირე იყო ეს მუტაცია; განსაკუთრებული გავლენა, კლინიკური და ასევე ეპიდემიოლოგიური, არ მოუხდენია“, – აცხადებს მარინა ენდელაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

რაც შეეხება ახალ შტამს, ენდელაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი მუტაციაა, რამაც ვირუსს შესძინა აქტიურად გადადების უნარი.

„კლინიკური მაჩვენებლებით, ის არ არის ისეთი, რომ განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩეოდეს ან რამე სხვა განსაკუთრებული გამოხატულება ჰქონდეს. გადამდებობის უფრო მომატება არ არის სასურველი, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელება იყო აქტიური და ახალი შტამი მეტად გავრცელებადია. ამისთვის, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. სხვა არაფერი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც არის არსებული შეზღუდვები, დისტანცია

მარინა ენდელაძის თქმით, შეზღუდვები აუცილებელია, რადგან ადამიანები სრულყოფილად მაინც არ ვიცავთ წესებს.

„თუკი შეზღუდვები შემცირდება, მაგრამ ჩვენ დავიცავთ რეგულაციებს, ვფიქრობ, ძალიან არ უნდა გაიზარდოს რაოდენობა. ეს აუცილებლად არის დამოკიდებული მოსახლეობაზე“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 
წაკითხვა 478 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 09 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.