May 14, 2024

"ეს კოვიდგადატანილთა 25%-ს ემართება" - გიორგი ფხაკაძე

კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა და ძილის დარღვევები აქვს,  – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა.

 

“კვლევების შედეგები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მალე დაიბეჭდება. კვლევა გვეუბნება, რომ დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილთან დაკავშირებით ექმნება პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვამბობ, რომ ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა, 25 კარგად ვერ იძინებს.

 

ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი დეპრესიაში ვარდება, არაფერი არ მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

 

ფხაკაძის რეკომენდაციით, ადამიანებმა დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი უნდა იძინონ. მისი თქმით, უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

“ძილი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ქვეითდება, თქვენ არ ხართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. როცა უძილობა გაქვთ, ეს მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ძალიან რთულია და ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

წაკითხვა 413 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.