დაფიქსირდა თუ არა კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტები საქართველოში - იმნაძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

 

„საქართველოში დადასტურებული შემთხვევა ჯერ ნამდვილად არ არის, პირველი ნიმუში უნდა იყოს გენეტიკური სეკვენსი ვირუსის, მეორე შემთხვევაში უნდა იყოს ვირუსის სეკვენსი გაკეთებული. თქვენ ალბათ გახსოვთ შემთხვევები, რაც მართლა რეალობაა, როდესაც ადამიანი სამი თვის განმავლობაში იყო დადებითი. ასეთი შემთხვევები ბევრია. თუ ადამიანს სამი თვის შემდეგ კიდევ ვირუსი დაუდგინდა, ეს არ ნიშნავს რეინფიცირებას“, – განაცხადა იმნაძემ. 

 

მისი თქმით, საქართველოში რეინფიცირების ათ საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.

 

„აქედან მოძიებულია ორი შემთხვევის ყველა ნიმუში და მათი სეკვენირება დაწყებულია, ვნახავთ, ყველაფერს სჭირდება სამეცნიეირო მტკიცებულება“, – აღნიშნა იმნაძემ.

წაკითხვა 359 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.