May 15, 2024

რომელი ვაქცინის შემოტანას განიხილავს საქართველო

საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს განიხილავს, რომელსაც აქვს მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია და ასევე, ჯანმო-ს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შესაძლოა, იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოყენებისთვის განიხილავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო „ფაიზერის“, ასტრაზენეკას“ და „მოდერანას“ ვაქცინის შემოტანაზე მუშაობს, ხოლო რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არცერთი ჩინური ვაქცინა არ არის აღიარებული მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანმო-ს მიერ.

 

„ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინებიდან, როგორიც არის „სონოვაკი“ და „სინოფარმი“ არის დღეს ჩვენთვის ცნობილი ყველაზე წინ წასული ვაქცინები იმ ჩამონათვალიდან, რომლებიც შესაძლოა, ჩინეთში გამოიყენება, თუმცა არც ერთი მკაცრი მარეგულირებლების მიერ არ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის პრეკვალიფიცირებული. ამდენად, ჩვენ ამ ეტაპზე, რასაც განვიხილავთ, არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, რომლებიც არის ის კანდიდატი ვაქცინები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 411 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.