May 14, 2024

"ჩინური ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია" - ბრაზილიის კვლევა

ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია. ეს იმას ნიშნავს,რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

იმისათვის, რომ ბრაზილიის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინა დაამტკიცოს მისი ეფექტურობა 50%-ს უნდა აჭარბებდეს.

 

ჩინური ვაქცინა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც ბრაზილიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შესთავაზა.

 

კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული ვაქცინა CoronaVac მკვდარი ვირუსის მასალაზეა შექმნილი და აცრა ორგანიზმში სახიფათო რეაქციის რისკს არ  იწვევს. ვაქცინაზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვს ინდონეზიას, თურქეთს, სინგაპურს.

 

კვლევების შედეგები ბრაზილიის ბუტანტანის ინსტიტუტმა გასულ კვირაშიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 78%-ია, თუმცა რამდენიმე დღეში მათ ეს მონაცემი შეცვალეს, რადგან დასკვნაში ვირუსის მსუბუქი შემთხვევები გათვალისწინებული არ იყო. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კი ვაქცინის ეფექტურობა 50.4 %-არ აღემატება.

 

თურქეთმა ჩატარებული კლინიკური კვლევების თანახმად განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია. ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო, აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტურობა მხოლოდ 65.3%-ია.

 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Sinovac-ის ვაქცინის გამოცდა ჩინეთში ისეთ კონტროლს არ ექვემდებარება და შედეგებიც ისე გამჭვირვალე არ არის, როგორც  დასავლეთში წარმოებული ვაქცინები.

 

Sinovac-ისა და ოქსფორდისა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები ბრაზილიის მარეგულირებელ ორგანოში დამტკიცებას ელოდება. 

 

წაკითხვა 357 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.