May 18, 2024

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაიხსნას" - ბუწაშვილი

ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგულაციები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უმეტესობას პირბადეები ფორმალურად უკეთია და ამის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რისთვისაც თითოეულ ავტობუსში ერთი კონტროლიორია საჭირო.

 

"ტრანსპორტი უნდა  გაიხსნას. ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რეგულაციები. დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრი მგზავრი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში, ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც ამას დაარეგულირებს", - განაცხადა ბუწაშვილმა.

წაკითხვა 404 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.