May 18, 2024

"ვისთანაც ეს პრეპარატი გამოვიყენეთ, ყველა გამოჯანმრთელდა" - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ „რემდესივირით“ 100-ზე მეტ მძიმე ავადმყოფს უმკურნალეს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. 

 

„100-ზე მეტმა ავადმყოფმა „რემდისივირი“ უკვე გამოიყენა. ჩვენ ამ ეტაპზე ამას შეთავაზების სახით, პაციენტის ნებართვის საფუძველზე ვაკეთებთ. ვიცით, რომ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა, ინფექციურ კლინიკაში მიღებული შედეგები იმაზე დადებითია, ვიდრე ველოდით. ვისთანაც გამოვიყენეთ, ისინი მძიმე ავადმყოფები იყვნენ და ამ 100 პაციენტიდან ყველა გამოჯანმრთელდა. იყო შემთხვევები, როცა გართულებულ პაციენტებს იცავდა დაავადების პროგრესირებისგან. შორსმიმავალ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვისთანაც გამოვიყენეთ 90%-ზე იდეალურად იმოქმედა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

წაკითხვა 427 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.