May 18, 2024

ფაუჩის თქმით, კოლექტიური იმუნიტეტისთვის მოსახლეობის 70-85% უნდა აიცრას

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა, მოსახლეობის 70-85% აიცრას. 

ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა.

 

"ზუსტად არ ვიცით, თუ რა პროცენტი უნდა ავცრათ, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მივიღოთ. მაგრამ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოსახლეობის სადღაც 70-დან 85%-მდე აიცრება", - აცხადებს ფაუჩი.

 

ის ასევე განმარტავს, გადაედება თუ კორონავირუსი ადამიანს ნივთების ზედაპირიდან.

 

"თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება", - განმარტავს ენტონი ფაუჩი.

წაკითხვა 358 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.