May 14, 2024

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა

ისრაელში, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მკლევარებმა მსოფლიოში პირველი ,COVID-19″-ის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს, რომელმაც ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, 30 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან, რომლებმაც პრეპარატი EXO-CD24 მიიღეს, 29 პაციენტი 3-5 დღეში გამოჯანმრთელდა. სამედიცინო ცენტრის კორონავირუსის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორი ნადირ არბერის განცხადებით, 30-ე პაციენტიც გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.

 

პრეპარატი თავიდან კიბოს სამკურნალოდ შეიქმნა და ის ეგზოსომებს შეიცავს.  EXO-CD24 გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს შეიცავს და მისის შესუთქვა პირდაპირ ფილტვებში ხდება. პრეპარატის შესუნთქვა ციტოკინების რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს.

 

პრეპარატი ზომიერი და კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის არის გამიზნული.

 

აღნიშნულის თაობაზე განცხადება საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმაც გააკეთა. მან დაადასტურა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა.

წაკითხვა 445 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.