May 14, 2024

"არანაირი კითხვა ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით არ არსებობს" - ეკატრინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

აღნიშნულით ტიკარაძე ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიოში შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, საქართველოშიც შეჩერდება.

 

„რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგებლებთან. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ვაქცინებს გააჩნიათ სერიული ნომრები, საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის, ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”, - განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 413 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.