May 14, 2024

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 19 მარტის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  276 796-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 626-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 164 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

 

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  738, აჭარაში - 145, იმერეთში - 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 271 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 81, ხოლო აჭარაში - 27.

სულ  6 ოქტომბრიდან - 18 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 705 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 845 პირი, აჭარაში - 263, იმერეთში - 739.

წაკითხვა 372 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.