May 19, 2024

"ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება" - უგურ საჰინი

ევროპა შემოდგომაზე კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლს მოიპოვებს და კარანტინი საჭირო აღარ იქნება.

ამის შესახებ კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელმა, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებელმა, უგურ საჰინმა გერმანულ გამოცემა Welt Am Sonntag-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

”ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ”, - განაცხადა უგურ საჰინმა.

 

უგურ საჰინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის მართვისათვის საჭიროა ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის სულ მცირე 70% აცრას.

 

გერმანიაში მოღვაწე ემიგრანტ ცოლ-ქმარს, 53 წლის ოზლემ ტურეჯისა და 55 წლის უგურ საჰინს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გერმანიის რაინდის მეთაურის ჯვარი გადაეცათ.

წაკითხვა 373 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.