May 19, 2024

,,განიხილება ასაკობრივი ცენზის შეცვლა" - ცერცვაძე ვაქცინაციაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, შესაძლოა, საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს.

 

,,ახლა იქნება ვაქცინის უწყვეტი მოდინება. ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, უკვე განიხილება, რომ ასაკობრივი ცენზი შეიცვალოს. თავიდან არ იყო გათვლილი, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანები აცრილიყვნენ ექიმებთან ერთად, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას.

 

შესაძლოა, კიდევ დაიწიოს ასაკმა ან სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

წაკითხვა 424 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.