May 17, 2024

"ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის 7 დღე, გადანაწილდეს სასაფლაოებზე გასვლა" - გამყრელიძე

"ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე.

ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

 

"არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი... სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ აუკრძალავს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცავს, რომ პრევენცია იყოს ამ დიდი შეკრებების… თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

წაკითხვა 535 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.