May 16, 2024

როდის მოვიხსნით პირბადეს გარე სივრცეში - ამირან გამყრელიძის განცხადება

აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება, გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

 

„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, ანუ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური "სინოფარმით" აიცრა.

წაკითხვა 402 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.