May 16, 2024

რაზე მოგიწევთ უარის თქმა ვაქცინაციის წინ - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზისა და გამოკვლევების გაკეთება საჭირო არ არის.

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, თუ ადამიანი ალერგიულია, რეკომენდაცია იქნება, ვაქცინაციის წინა დღეებში თავი შეიკავოს იმ საკვების მიღებისგან, რომლის მიმართაც აქვს გვერდითი მოვლენები.

 

"თუ ადამიანს ინდივიდუალური ანამნეზი აქვს, მაგალითად ნიგვზის ან თხილის მიმართ ალერგიულია, ვაქცინაციის წინა დღეს ნუ მოუწყობს საკუთარ თავს გამოცდას და არ მიირთვას. დანარჩენი, თუ ადამიანს არასოდეს ალერგია არ ჰქონია კვებითი კომპონენტების მიმართ, რაიმე დიეტის დაცვა და რაიმე შეზღუდვა, იმიტომ რომ ვაქცინაციას იტარებს, არ არსებობს.

 

რაც შეეხება ალკოჰოლს, ნასვამმა და ნაბახუსევმა ადამიანმა არავითარი წამალიც კი არ უნდა მიიღოს და ვაქცინის წინა დღეს თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან. თრობის პროცესი და ალკოჰოლის ზემოქმედება ცალსახად ადამიანის იმუნურ სისტემის ეფექტურობაზე მოქმედებს.

 

ამასთან, ბევრი ადამიანს აინტერესებს, საჭიროა თუ არა რაღაც ტიპის ანალიზების გაკეთება, ვაქცინაციის პროცესის წინ არავითარი ანალიზური შეფასება საჭირო არ გახლავთ. ეს არის იმის აუცილებლობა, რომ თქვენ ამის გარეშე არ მიგიშვებენ ვაქცინაციის ცენტრში ან არ გაგიკეთებენ.

 

ერთადერთი, თუ ადამიანი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებელია და ეს დაავადება ან გამწვავებულია ან დიდი ხანია მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ჯობია მკურნალ ექიმს დაეკონტაქტოს, გაიაროს ყველა ასპექტი და ის გადაწყვეტს რაიმე ანალიზი ჭირდება თუ არა. ვაქცინაციის წინ რაიმე ვალდებულება ანალიზების არცერთ ადამიანს არ გააჩნია," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

წაკითხვა 453 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.