May 16, 2024

დაფიქსირდა თუ არა "ინდური შტამი" საქართველოში - გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" არცერთ შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ბაზარზე არსებული ვაქცინები "ინდურ შტამსაც" ფარავს. 

 

"ინდური შტამის" არც ერთი შემთხვევა ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ შტამებთან და განსაკუთრებით "ინდურ შტამთან" მიმართებაში, ჯერჯერობით ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომელიც ბაზარზეა შემოსული, თანაბრად ეფექტურია. "ფაიზერმა" დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალ ეფექტურია ყველა შტამთან მიმართებაში. სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული შესუსტება ეფექტურობის, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი ამისი თქმა ჯერჯერობით კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროგრამას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაკითხვა 387 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.