ახდენს თუ არა ვაქცინა გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არავითარი მინიშნება, რომ ვაქცინას რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია არ არსებობს. 

 

კულუმბეგოვის თქმით, ასეთი კითხვა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც არ ისმის.

 

„არავითარი თეორიული შანსი, რომ რეპროდუქციაზე იმოქმედოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, არ არსებობს. მაგრამ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს, რომ კორონავირუსი თავისთავად უზარმაზარი რისკია ნებისმიერი ასეთი სიტუაციის დროს, განსაკუთრებით ორსულობის დროს.

 

ამიტომ, თუ ადამიანები ორსულობას გეგმავენ, იმისთვის რომ პროცესი უსაფრთხოდ წავიდეს, ბოლომდე მივიდეს და დაგვირგვინდეს ახალშობილი მოვლენით ქვეყანაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა წინასწარი პრევენცია გაიკეთონ. “, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

წაკითხვა 377 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.