April 29, 2024

იმერეთში კორონავირუსის 113 შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 209 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 023 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 186 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 333 601-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.81%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 302 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 313 651-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 519 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარა - 86, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 53, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 110, კახეთი -51, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 405, საიდანაც: 4 243 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 344, აჭარაში - 479, იმერეთში - 539. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 918 პირი, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 93, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 367 - თბილისში, 270- აჭარაში. 10 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 62, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 678 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 491 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 872 პირი, აჭარაში - 1 436, იმერეთში - 1 613.

წაკითხვა 390 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.