ამის გარანტიას გაძლევთ - რა პირობა დადო თენგიზ ცერცვაძემ

გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება საერთო მოსახლეობის 60-70%, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თმქით, სახელმწიფოს ვაქცინის მიწოდების კუთხით წყვეტა არ ჰქონია თუმცა, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად იმდენად დიდია, რომ ყველა მსურველის აცრა ვერ ხერხდება. 

 

„მართალია ჩვენთან ზრდასრული მოსახლეობის 3%-ია ვაქცინირებული, ამასაც შეაქვს თავისი წვლილი მესამე ტალღის დაძლევაში. თუ პირველ დღეებში 500 ადამიანი იცრებოდა, ახლა დღეში 4000 იცრება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, უნდა ავიდეთ 6000-7000-ზე. ვაქცინირებისადმი სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად დაიძლია. ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად საკმარისად დიდია, იმდენი, რომ ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ჯერ არასაკმარისი ვაქცინის პრობლემა არ დამდგარა და არავითარი წყვეტა არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარანტირებული ხელშეკრულებები გაფორმებული. ვაქცინაციის კაბინეტების და ბრიგადების რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, 164-ზე მეტი ბრიგადა არის ამცრელი და 100-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს ვაქცინაციის პროცესში. თუმცა, ეს ტემპი არ არის საკმარისი, მხოლოდ ბოლო 10 დღეში გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი, ეს რიცხვი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-მდე აცრის მაჩვენებელზე მივალთ. მე ვტრიალებ საზოგადოებაში, ვიცი მათი განწყობა და სახელმწიფოს რესურსიც, რამდენად შეუძლია მას მიწოდების სისტემა გაზარდოს. გარანტიას გაძლევთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება სრული მოსახლეობის 60-70%“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

წაკითხვა 395 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.