May 16, 2024

"მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს" - პაატა იმნაძე "ინდურ შტამზე"

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის "ინდურ შტამთან" დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს.

 

"მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს "ინდურ შტამზე". ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, ვუჰანის შტამის.

 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი "ინდურ შტამს", ისევე როგორც ბრიტანულს ახასიათებს, რომ ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,"- განაცხადა "რუსთავი 2-ის" ეთერში პაატა იმნაძემ.

წაკითხვა 366 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.