May 16, 2024

საქართველოში სამხრეთაფრიკული შტამი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საზიანოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და მეტი წიმწვავით მიმდინარეობს. 

წაკითხვა 310 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.