May 16, 2024

ეს იქნება უზარმაზარი წარუმატებლობა - რა რისკებზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინების შემოსვლის შემდეგ მოსახლეობამ აცრის სურვილი არ გამოთქვას.

"ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. და თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. ამ კუთხით ოპტიმიზმით ვარ ვარ გამსჭვალული და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყო.

 

ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ნუ დავხუჭავთ თვალებს და ნუ ჩავთვლით, რომ მთელი საქართველო საათს უყურებს და ელოდება თუ როდის შემოვა ქვეყანაში მილიონობით დოზა Pfizer-ისა და Novavax-ის ვაქცინა. ექიმებში და ექთნებშიც არიან ისეთები, ვინც ვაქცინის გაკეთებას არ აპირებენ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.