May 16, 2024

როგორ აფასებს ცერცვაძე გახარიას საქმიანობას

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ პროცესებს ძალიან კარგად მართავდა.

ცერცვაძის თქმით, ადრე ასე ფიქრობდა და აზრი არ შეუცვლია.

 

"რაც შეეხება "დარტანიანს", მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდს მართავდა ძალიან კარგად და ეს არა რის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი, მათ შორის ბატონი ჰანს კლიუგეს აზრი, რომელიც ყველაზე დეტალურად ჩაწვდა ყველაფერს. პირველი კაცი ევროპაში ჯანდაცვის საკითხებში, თან ინფექციონისტი. მან თქვა "მართლაც რომ ბრავო, კარგად მუშაობთ და ასე უნდა გააგრძელოთ". პირველი პირი, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მუშაობას სიტყვა ბრავოთი შეაფასებს, მე ასეთი სხვა შემთხვევა არ მახსენდება" - ამბობს ცერცვაძე. 

წაკითხვა 506 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.