May 16, 2024

რა არის ცნობილი ახალი "დელტა პლუს" შტამის შესახებ

ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერთა ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი "დელტა პლუს" შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.  

 "დელტა პლუს" შტამი პირველად ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოვლინდა.

 

ეს არის "დელტა" ვარიანტის, B.1.617.2-ის მუტირებული შტამი, მის აგებულებაში გვხვდება ცილის მუტაცია,  რომელიც ასევე  სამხრეთ აფრიკულ ე.წ. "ბეტა" შტამშიც აღინიშნება.

 

წამყვანმა ინდოელმა ვირუსოლოგმა შაჰიდ ჯამილმა განაცხადა, რომ K417N ამცირებს მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო კოქტეილის ეფექტურობას.

 

რამდენად გავრცელებულია "დელტა პლუს" შტამი?

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, დელტა შტამი უკვე 11 ქვეყანაში ვრცელდება. სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 197 შემთხვევა, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში - 36, კანადაში - 1, ინდოეთში - 8, იაპონიაში - 15, ნეპალში - 3, პოლონეთში - 9, პორტუგალიაში - 22, რუსეთში - 1, შვეიცარიაში - 18, თურქეთი - 1 და აშშ - 83.

 

"დელტა პლუს" შტამით გარდაცვალების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება.

 

ამ დროისათვის, კორონავირუსის ვაქცინების "დელტა პლუს" შტამის მიმართ ეფექტურობის დასადგენად კვლევები ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.

წაკითხვა 363 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.