May 17, 2024

"დელტა" შტამი ძალიან სწრაფად ვრცელედება - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი, თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ექიმი, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

მათ შორის გლობალური ვითარებით და დელტა შტამის სწრაფი გავრცელების უნარით. 

 

ამასთან, როგორც გოგინავა აცხადებს, მოსახლეობა რეკომენდაციებს ფაქტობრივად აღარ ითვალისწინებს.

 

„ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოშიც „დელტას“ შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია. ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის, არ ხდება. განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას, რეკომენდაციები დაიცვან, განსაკუთრებით იქსადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება“, - განაცხადა გოგინავამ.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.