May 16, 2024

ბოლო ორი დღეა ბავშვებისთვის პედიატრიული საწოლების დამატება გვიწევს - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში უკვე "დელტა" შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 72 შემთხვევაა.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში. 

 

ამიტომ მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალია არააუცილებელი გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა, რაზეც გასულ კვირას საკოორდინაციო საბჭომ უკვე იმსჯელა.

 

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში შესაბამის დადგენილებებში იქნება ასახული. მაგალითად, საზაფხულო ბანაკებზე იყო ძირითადი აქცენტი, რადგან ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში განსაკუთრებით იმატა შემთხვევებმა და ბოლო ორი დღეა ჩვენ პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება გვიწევს, რაც კორონავირუსით ინფიცირების სხვა ტალღების შემთხვევაში საჭირო არ ყოფილა“, - დასძინა გაბუნიამ.

წაკითხვა 363 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.