May 16, 2024

ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტის.

ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტური საშუალება, რაც პრევენციის მიზნით შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას, ეს არის პირბადის გამოყენება, როგორც გარე სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, პირბადის გამოყენება დღეს საქართველშო 50%-ან ნიშნულზეა, რაც მინიმიმ 30 პროცენტით გაუმჯობესებას საჭიროებს.

 

"ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს ეს წესი. დღეს ვართ პირბადის გამოყენების დაახლოებით 50-პროცენტიან ნიშნულზე, თუ გავაუმჯობესებთ თუნდაც 30 პროცენტით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ინფიცირების შემთხვევებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

წაკითხვა 340 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.