May 16, 2024

ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, შეიძლება ადამიანები სახლში დაიღუპონ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა სამედიცინო სერვისები ვეღარ მიიღონ და ბინაზე დაიღუპონ.

 

"ვაქცინაციის პროცესი რადგანაც სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვენახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე.

 

თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფის ზღვარზე ვართ. ზღვარზეა ქვეყანა იმის, სამედიცინო სერვისი ვეღარ მიიღონ და სახლში დაიღუპონ ადამიანები. შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაკითხვა 343 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.