May 16, 2024

კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა, 54 გარდაცვლილი - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 610 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 926 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 455 846-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.09% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.05%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 406 475-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 182 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 600 შემთხვევა, აჭარა - 678, იმერეთი - 649, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 289, გურია - 170, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 363, კახეთი - 359, მცხეთა-მთიანეთი -191, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163 საიდანაც: 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 861, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 565, აჭარაში - 126, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 18, იმერეთში - 17. 2 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 286 - თბილისში, 818- აჭარაში. 33 939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 004 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 609 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 821, პირი, აჭარაში - 5 217, იმერეთში - 3 827.

წაკითხვა 264 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 10 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.