May 16, 2024

"მინდა, ყველას მოვუწოდო" - ლევან რატიანის მიმართვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ქვეყანაში შექმნილ რთულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციები დაიცვას.

 

"მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, არა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, არამედ, როგორც რიგითმა, ყოველდღიურად კოვიდპაციენტებთან მომუშავე ექიმმა - ძალიან ძნელია კოვიდთან ბრძოლა, განსაკუთრებით დღეს, თოთოეული ექიმისთვის. დამეთანხმება საქართველოს მედპერსონალი, რომ წელიწადი და 7 თვე ნებისმიერი ექიმი, ექთანი, სანიტარი თუ ადმინისტრაცია, მუხლჩაუხრელად იბრძვის, მაგრამ სამწუხაროდ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. ამიტომ, ყველას მოვალეობაა, ერთად გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.

 

მთავარია უნდა გადავრჩეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე უნდა დავიცვათ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. მინდა ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდო, მიუხედავად მასობრივი ვაქცინაციისა, უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც პირველ პერიოდში იყო ჯანმოს მიერ მოწოდებული. რაც არის დისტანცია, პირბადე და პირადი ჰიგიენა", - განაცხადა ლევან რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში.  

წაკითხვა 312 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.