ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში მესამე დოზით აცრის პერიოდი დაასახელა

"ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინის მესამე დოზით ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კულუმბეგოვი ამბობს,  საქართველოში ე,წ ბუსტერული დოზის დამატების საკითხი სექტემბერ- ოქტომბრის პერიოდისთვის განიხილება და სავარაუდოდ ის დადებითად გადაწყდება.  

 

"ბუსტერის საკითხი, როგორც ჩანს, ყველა ვაქცინას დაუდგება. დღეს ვიცით, რომ იმავე FDI-მ "ფაიზერის" მესამე ბუსტერი მხოლოდ იმუნოკომპრომენტირებული და ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის დაუშვა. რაც შეეხება ჩვენთან ავადობის მონიტორინგს, ადამიანებში, რომელთაც აქვთ "სინოფარმი" ან "სინოვაკი" გაკეთებული, არ ვლინდება რაიმე დრამატული ზრდა ან ჰოსპიტალიზაციაში ან სიკვდილიანობაში, ამიტომ, ბუნებრივია ახლა ბუსტერის საჭიროება არ არის, საზოგადოებას უბრალოდ შიში აქვს შინაგანი. თუმცა, მეორე დოზიდან 5-6 თვის შემდგომ, და ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი, ალბათ ეგ საკითხი დადგება, მათ აუცილებლად მოუწევთ მესამე დოზა, ან იმავე, ან სხვა ვაქცინას შევთავაზებთ და ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდება", - თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.