May 16, 2024

"უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად აღარ უნდა გაიზარდოს. 

 

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მეტი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება მოუწევდა.

 

"ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდაზე რომ იყოს მოსაზრება, ალბათ სახელმწიფოს მოუწევდა მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა. სიმართლე გითხრათ, ქვეყანას რომ ეკონომიკური შესაძლებლობა ჰქონდეს, ახლა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ლოკდაუნი. ყოველდღიურად 70 ადამიანი გვეღუპება და შეიძლება ყოფილიყო 50-ით ნაკლები. სამწუხაროდ, ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვესმის, რომ ადამიანის ლუკმა-პური დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და ბიზნესთან, ტურისტულ სეზონთან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის შეზღუდვები, რომლებიც, დაემატა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ეპიდემიის ტრაექტორიაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება. ამან შეიძლება მხოლოდ რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ფორმა ითამაშოს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე ბუნებრივადაც მოხდება სტაბილიზება, რადგან ამ ინფექციას ახასიათებს სამ-ოთხკვირიანი ტალღა, შემდეგ გარკვეულწილად პლატოს პერიოდი იწყება. რეალურად უკვე ჩანს, რომ პლატოს პერიოდში ვართ", – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "პირველ არხთან".

წაკითხვა 310 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.