May 16, 2024

ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, ჩემი წვლილიც არის ამ საკითხში - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს მოქმედმა რეგულაციებმა შედეგი ორ კვირაში უნდა გამოიღოს.

 

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას კვლავ რეგულიაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

"შეზღუდვები რაც დაწესდა, ეს არის მობილობის დაგდება ძირითადად დიდ ქალაქებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით, მე მესმის რამდენი უხერხულობა შევუქმენით მოსახლეობას, მაგრამ ამ დროს, როცა ამხელა ციფრები გვაქვს, სხვა გამოსავალი არ არის.

 

ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ჩემი წვლილიც არის ამ საკითხში, მაგრამ საბოლოოდ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, ჩვენ შემთხვევების რაოდენობა უნდა დაგვესტაბილიზებინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო რადიკალური იყო, გვინდოდა, რომ სხვა შეზღუდვაც დაწესებულიყო ქვეყანაში, მაგრამ ოქროს შუალედი იყო მოძებნილი ამ ეტაპზე.

 

როცა აწესებ შეზღუდვას, მისი შედეგი ჩნდება 2 კვირის ფარგლებში. არ ვიცი, შაბათს დაწყებული შეზღუდვების ეფექტია თუ არა, მაგრამ ბოლო 4 დღეში ახალი შემთხვევების რიცხვი, ისევე, როგორც დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ დაიძრა ქვემოთ. ამიტომ მოფრთხილება სჭირდება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ამ სტაბილიზაციაში დიდი წვლილი აქვს ყოველდღიურ აცრებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე

წაკითხვა 279 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.