May 13, 2024

"ქაბულის აეროპორტს ტერორისტული თავდასხმის არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება"

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ყოველ დღე იზრდება, აეროპორტს არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება, - Financial Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ერთი მხრივ, გვსურს, უფრო მეტი დრო გვქონდეს, რათა მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გავიყვანოთ. ამასთანავე, თუ 31 აგვისტოს შემდეგ დავრჩებით, განსაკუთრებით თუ არ გვექნება „თალიბანის“ სულ მცირე უსიტყვო თანხმობა, თავდასხმების რისკი გაიზრდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ცნობისათვის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა მოქალაქეებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკის გამო, ქაბულის აეროპორტისა და მიმდინარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

წაკითხვა 282 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.