May 13, 2024

რომელი ვაქცინა სჯობს და რატომ?! - გიორგი ფხაკაძის განმარტება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ პასუხობს კითხვას, თუ რომელი ვაქცინა სჯობს და რატომ.

 

"რომელი ვაქცინა ჯობს ?! მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

 

ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.

 

ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ).

 

ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.

 

ერთადერთი ვაქცინაა რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტირებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.

 

ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ)

 

100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:

 

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)

 

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%);

 

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%);

 

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%);

 

ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.

 

აიცერით ფაიზერით სანამ ის ხელმისაწვდომია," - წერს გიორგი ფხაკაძე.

წაკითხვა 303 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.