May 12, 2024

ახდენს თუ არა ორსულის აცრა ბავშვზე გავლენას - კულუმბეგოვის განმარტება

ბავშვს კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს დედის აცრა როგორც ორსულობის, ისე ძუძუთი კვების დროს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის.

"ორსულობა არის მოწყვლადი მდგომარეობა. ზოგადად ორსულობა არის წარმავალი იმუნოდეფიციტური სიტუაცია, როცა ინფექციების მიმღებლობა და მასზე პასუხის უნარი ორსულს აქვს შესუსტებული და ეს ბუნებრივი მოვლენაა.

 

ორსულები მოწყვლადი ჯგუფია გრიპის ვირუსის მიმართაც და გრიპის ვაქცინაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია ორსულთა ჯგუფში.

 

ორსულებისთვის აუცილებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყანაში ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან ბოლომდე ვაქცინაციას იყენებენ, ისევე, როგორც მეძუძური დედების შემთხვევაში.

 

ეს ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ფაიზერის ვაქცინით.

 

სვამენ კითხვას - ეს ვაქცინა ბავშვზე ხომ არ მოახდენს რამე გავლებას?

 

ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და მეცნიერული მტკიცებით შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ: ვაქცინის შემადგენელი კომპონენტები ნაყოფზე ან, მეძუძური დედის შემთხვევაში, ჩვილზე არ გადადის. ის არ ტრანსპორტირდება.

 

მაგრამ აცრიდან 10 დღის შემდეგ ანტისხეულები გადაეცემა შვილს და დედას უჩნდება შესაძლებლობა, მისი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით 2 სიცოცხლე დაიცვას - საკუთარი და ბავშვის," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

წაკითხვა 359 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.