May 12, 2024

რა ასაკის ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით სახიფათო დელტა შტამი - პედიატრის განმარტება

კლინიკაში გვყავს 3, 5, 10 დღის ჩვილები, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი განსაკუთრებულად საშიშია ჩვილებისთვის, ხოლო ვირუსის წყარო მათთვის ძირითადად ოჯახის წევრები არიან.  

 

"წლამდე ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, პროტოკოლშიც გვიწერია, რომ როდესაც კორონავირუსული ინფექცია გამოვლინდება ოჯახის ექიმებმა ბინის პირობებში შეიძლება ვერ მართონ პაციენტი. წლამდე ასაკის ბავშვები არიან განსაკუთრებით სახიფათო დელტა შტამის შემთხვევაში. მოზრდილი ბავშვები შესაძლოა ბინის პირობებში იმართოს, მაგრამ ახალშობილები და ჩვილები არიან ყველაზე მოწყვლადი. მათ ძირითადად მშობელი და ოჯახის წევრები გადასცემს ინფექციას, ახალშობილს სხვა კონტაქტები არ აქვს. მათი იმუნური სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია, ასევე მათი ორგანოების ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველა დაავადების მიმართ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან. თუ ძუძუთი კვებაზეა ბავშვი და დედას აქვს გადატანილი ინფექცია, რაღაც დოზით მას ანტისხეულები და იმუნიტეტი გადაეცემა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად მკურნალობენ ჩვენთან, მათი 99.9% არავაქცინირებულია," - განაცხადა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

წაკითხვა 326 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.