May 15, 2024

რა ვიცით "მიუ" შტამის შესახებ - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებობს თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის "მიუ" ვარიანტი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად გავრცელდეს, მათ შორის საქართველოშიც.

 

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, "მიუ" შტამი შესაძლოა გახდეს ახალი მუტაცია,თუმცა ჯერჯერობით, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. მისი თქმით, ამ დრომდე კორონავირუსმა ასობით მუტაცია განიცადა, თუმცა აქედან მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც მოსახლეობა დააზიანა. 

 

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამების ცირკულაციის მონიტორინგს. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი. დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით ცირკულირებს "დელტა" შტამი, ანუ რასაც "ინდურ" შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია იქნა გამოვლენილი, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე. ეს "მიუ" შტამი შეიძლება გახდეს ახალი მუტაცია, მარგამ ჯერჯერობით, მის შესახებ არ არის ბევრი ინფორმაცია, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. სანამ ეს ინფორმაციები არ არის კარგად შესაწვლილი, მანამდე ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ნაადრევია ჯერჯერობით ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, თეორიული შანსია რის, რომ ყველგან გაჩნდეს," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, "მიუ" შტამთან დაკავშირებით ენტონი ფაუჩის პროგნოზები საყურადღებოა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ახალი შტამი მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს და ლუგარის ლაბორატორიას ამის შესაძლებლობა აქვს.

 

"ფაუჩი გახლავთ ძალიან მაღალი რანგის მეცნიერი, ძალიან დიდი და ყველაზე წამყვანი ინსტიტუტის დირექტორი, უზარმაზარი გამოცდილებით და რა თქმა უნდა, უნდა ვენდოთ ფაუჩის პროგნოზირებას, რომ შესაძლებელია ამ შტამმაც მიიღოს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი დატვირთვა და მნიშვნელობა. ამიტომ, მუდმივი მონიტორინგია საჭირო და ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე აქვს ლუგარის ლაბორატორიას,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

წაკითხვა 361 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.