April 26, 2024

"მნიშვნელოვანია, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს" - ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება. 

 

მინისტრი ტენდენციის შესანარჩუნებლად მოქალაქეებს აუცილებელი რეგულაციების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს.

 

"ამ ეტაპისთვის აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს გაკონტროლებული აღსრულება ყველა რეგულაციის, რომელიც არის დაწესებული. ვგულისხმობ სოციალური ღონისძიებების გამართვას, პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას. ასევე მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება იყოს პროპორციული იმ რეგულირების მიხედვით, რომელიც მოცემულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რათა არ მოხდეს ისევ პროვოცირება ინფექციის გავრცელების.

 

ასევე საყურადღებოა ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი – ერპე, რის საფუძველზეც ჩვენ მოგვეცა გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომ შემსუბუქებები დაგვეწყო. ამ ეტაპისთვის მაჩვენებელი გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობაა საჭირო იმ რეგულაციების მიმართ, რისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.