May 16, 2024

მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელების შემცირების გზას მიაკვლიეს

სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დახურულ სივრცეში რესპირატორული ვირუსების ჰიდროდინამიკური შესწავლა დაიწყეს.

მათი თქმით, კვლევის შედეგები COVID-19-ისა და სხვა ვირუსული ინფექციების საკლასო ოთახებსა და სამუშაო ადგილებზე გავრცელებაში პრევენციისათვის ხელსაყრელი იქნება. კვლევის შედეგები გამოცემა Journal of Hazardous Materials-ში გამოქვეყნდა.

 

რესპირატორული ვირუსული ინფექციები გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით, პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის დროს. ჰაერის ცირკულაციის გამო, დახურულ სივრცეებში დისტანციის დაცვა ყოველთვის არ იცავს ვირუსებისგან. თუმცა, ტიხრების სწორი განთავსება არის ერთ -ერთი ყველაზე ეფექტური გზა რესპირატორული ვირუსების გავრცელების შესამცირებლად.

 

Computational Fluid Dynamics–ის კვლევის შედეგადტიხრების ეფექტური განთავსება დადგინდა.

 

"გამოყენებული CFD მეთოდი მოიცავს კომპიუტერული პროგრამებისა და კოდების ერთობლიობას სხვადასხვა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაციისთვის. ეს მეთოდი გამოიყენება მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში.

 

მეცნიერის აზრით, გამოთვლითი მონაცემების გამოყენებით, კომპანიებს შეეძლებათ შეინარჩუნონ მუშაობის ჩვეული რიტმი და თავიდან აიცილონ საკარანტინო ზომები თუ სწორად განსაზღვრავენ დახურულ სივრცეში ტიხრების განლაგებას", - ვკითხულობთ კვლევაში.

წაკითხვა 284 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.